Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

კეფალონია: უნიკალური ტრადიცია, რომელიც ყოველ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მეორდება

კეფალონია: უნიკალური ტრადიცია, რომელიც ყოველ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მეორდება

კეფალონიის კუნძულზე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ, წელსაც გამოჩნდნენ ე.წ. „ღვთისმშობლის გველები“, რომლებიც კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილობრივ ტრადიციას უკავშირდება.

პირველი გველები სოფელ მარკოპულოსა და არღინიაში რამდენიმე დღით ადრე დააფიქსირეს. ამ დროისთვის სულ სამი გველია ნაპოვნი. ერთი მარკოპულოს ღვთისმშობლის ტაძარში და ორი არღინიაში.

ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, პატარა გველები ყოველწლიურად 6-დან 16 აგვისტომდე ჩნდებიან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების მიმდებარედ. მორწმუნეები მათ განსაკუთრებულ ნიშნად და კარგ წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ. ტრადიციის თანახმად, გველებთან შეხება უსაფრთხოა, შესაბამისად მომლოცველები მათ ხელში აყვანასაც არ ერიდებიან.

„ღვთისმშობლის გველი“ მეცნიერულად ცნობილია სახელწოდებით Telescopus fallax. ეს სახეობა საბერძნეთში, ბალკანეთში, მცირე აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშია გავრცელებული.

ის ძირითადად ღამის საათებში აქტიურობს და ადამიანისთვის საშიშად არ ითვლება. მისი შხამი სუსტია და ძირითადად მცირე ზომის ხვლიკებსა და მღრღნელებზე მოქმედებს.

ჰერპეტოლოგების შეფასებით, გველების აგვისტოში სეზონური გამოჩენა მათი ბუნებრივი კვებისა და გამრავლების ჩვევებს უკავშირდება და არა ზებუნებრივ მოვლენას.

მიუხედავად ამისა, „ღვთისმშობლის გველები“ კეფალონიის კულტურული და რელიგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას მათი გამოჩენა ოფიციალურად სასწაულად არ გამოუცხადებია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *