Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კიფსელი: ჩვილი ბავშვის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, 43 წლის კაცი 2020 წელს სუტინიორობის ბრალდებით იყო დაკავებული

კიფსელი: ჩვილი ბავშვის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, 43 წლის კაცი 2020 წელს სუტინიორობის ბრალდებით იყო დაკავებული

ჩვილი ბავშვის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, 43 წლის კაცის კრიმინალური ისტორიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წელს მის წინააღმდეგ ადამიანით ვაჭრობის მუხლით საქმე იყო აღძრული.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, კაცი 2020 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა გერმანელი ქალის განცხადების საფუძველზე. ქალის თქმით, მან მამაკაცი სოციალური ქსელების საშუალებით გაიცნო, რის შემდეგაც საბერძნეთში ჩავიდა. მისი მტკიცებით, მამაკაცმა იგი ბინაში საკუთარი ნების წინააღმდეგ გამოკეტა და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა. 43 წლის კაცი მოგვიანებით, 2020 წლის ოქტომბერში მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გაათავისუფლეს.

ახლა ის კვლავ სამართალდამცველების ყურადღების ცენტრშია კიფსელზე ჩვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში მისი ბრალეულობის ვარაუდის გამო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბავშვის ზურგზე მინიმუმ 10 ჭრილობა გამოავლინა, რომლებიც  დანით იყო მიყენებული. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავებულების წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მუხლით საქმის წარმოება დაიწყო.

ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ბავშვი დაახლოებით 8–9 თვის ბიჭი იყო. ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის, როდის მოხდა მკვლელობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *