Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

შეტყობინება 112-დან ატიკის რეგიონის მოსახლეობას – “შეზღუდეთ გადაადგილება”

სახიფათო მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც კვლავ გრძელდება ამინდის ექსტრემალური ფენომენებით, 112 -ის შეტყობინება ატიკის რეგიონში დღეს 20:30 საათამდე გაიგზავნა.

” შეზღუდეთ არასაჭირო გადაადგილება ფენომენის დროს და მიჰყევით ხელისუფლების მითითებებს“, – ნათქვამია ატიკის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში.

დღეს ქალაქის ქუჩები ნიაღვარებად გადაიქცა. კერძოდ, ევანგელიზმოს გარეთ, მარასლიასა და ვასილისის სოფიას ქუჩების შეერთებაზე მდინარეები მიედინებოდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა რამდენიმე ფეხით მოსიარულე წააქცია და გაიტაცა. საბედნიეროდ მათ გამვლელები დაეხმარნენ და გადაარჩინეს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურებშიც.

ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა მწყობრიდან  მასობრივი ტრანსპორტის საშუალებები. მეტროსადგური “ევანგელიზმოს” ამ დროისთვის დროებით დაკეტილია სადგურის ზედა დონეზე შესასვლელებიდან წყლის შედინების გამო, ამიტომ მატარებლები სადგურზე გაუჩერებლად გადიან.

ასევე, დატბორილია მეტროს პირველი ხაზის (ტრენო) ქსელის ნაწილი. მოძრაობა დროებით მიმდინარეობს პირეა-ტავროს და ომონია-კიფისიის მონაკვეთებზე, მონასტირაკი-თისიოს მონაკვეთზე  დიდი რაოდენობით წყლის შედინების გამო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *