Latest news
როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში როდის აღინიშნება საბერძნეთში სულიწმინდობა  ცატრაფილიასი: თოვლისა და ზამთრის სუსხის შემდეგ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს ათენის სასამართლოს თანამშრომლები სასამართლოს შენობაში არასრულყოფილი უსაფრთხოების ზომების გამო ორსაათ... პორტო რაფტი: 36 წლის ქალი მეუღლეს ძალადობაში სდებს ბრალს მეტროს მე-2 ხაზი: ატიკი-პანეპისტიმიოს (Αττική – Πανεπιστήμιο) მონაკვეთი დროზე ადრე დაიკეტება ყოველ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ვდგავარ აქ მათთვის, ვისაც აქ მოსვლა აღარ შეუძლიათ - ვინ არის 80 წლ... რომელი მეტროსადგურები დაიკეტება დღეს და ხვალ დროზე ადრე ამერიკიდან 26 უძველესი არტეფაქტი საბერძნეთში დააბრუნეს პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება
ორშაბათი, მაისი 4, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კიფსელი: 64 წლის კაცს, რომელმაც 25 წლის შშმ პირის გაუპატიურება სცადა, ამ დრომდე ეძებენ

კიფსელი: 64 წლის კაცს, რომელმაც 25 წლის შშმ პირის გაუპატიურება სცადა, ამ დრომდე ეძებენ

ამ დრომდე ეძებენ 64 წლის ალბანეთის მოქალაქეს, რომელმაც 25 წლის შშმ პირის გაუპატიურება სცადა.

გოგონას დედა, კატერინა ბეკიარი ჟურნალისტებთან იხსენებს იმ ჯოჯოხეთურ სცენარს, რომლის შემსწრეც სახლში მისვლისას გახდა.

“სახლში შესვლისას დავინახე როგორ იწვა ვიღაც კაცი ჩემი გოგონას ზემოდან. ტაფა ავიღე და თავში ჩავარტყი, რომ მოშორებოდა ჩემს შვილს. ჩემი გოგონას დაცვას ვცდილობდი.” – აცხადებს დედა.

დაცვის კამერებიდან ამოღებული ვიდეოდან ჩანს, რომ ბოროტმოქმედი სახლში გასაღებით შევიდა. ვიდეომასალიდან ასევე ჩანს, როგორ შედის დედა სახლში და როგორ ურტყამს მოძალადეს თავში ტაფას. 

protothema.gr-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 64 წლის კაცმა გოგონას დედა ეკლესიაში გაიცნო. 

ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა და მის კვალზე გასვლას პოლიცია ამ დრომდე ცდილობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *