Latest news
როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში როდის აღინიშნება საბერძნეთში სულიწმინდობა  ცატრაფილიასი: თოვლისა და ზამთრის სუსხის შემდეგ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს ათენის სასამართლოს თანამშრომლები სასამართლოს შენობაში არასრულყოფილი უსაფრთხოების ზომების გამო ორსაათ... პორტო რაფტი: 36 წლის ქალი მეუღლეს ძალადობაში სდებს ბრალს მეტროს მე-2 ხაზი: ატიკი-პანეპისტიმიოს (Αττική – Πανεπιστήμιο) მონაკვეთი დროზე ადრე დაიკეტება ყოველ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ვდგავარ აქ მათთვის, ვისაც აქ მოსვლა აღარ შეუძლიათ - ვინ არის 80 წლ... რომელი მეტროსადგურები დაიკეტება დღეს და ხვალ დროზე ადრე ამერიკიდან 26 უძველესი არტეფაქტი საბერძნეთში დააბრუნეს პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება
ორშაბათი, მაისი 4, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

როდის აღინიშნება საბერძნეთში სულიწმინდობა 

როდის აღინიშნება საბერძნეთში სულიწმინდობა 

2026 წელს საბერძეთში სულთმოფენობის დღესასწაული ორშაბათს, 1 ივნისს აღინიშნება.

შესაბამისად საბერძნეთის მოსახლეობა შეძლებს სამდღიან უქმეებზე თავი გაარიდოს ქალაქის ხმაურს და სამსახურეობრივ მოვალეობებს და დღესასწაული ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროს.

ეს დღე საჯარო სამსახურებისთვის ოფიციალურ დასვენების დღედ ითვლება, თუმცა კერძო სექტორები თავად წყვეტენ დახურავენ თუ არა ოფისებს, რადგან ზოგადი შრომის კოდექსით აღნიშნული დღე სავალდებულო უქმედ არ ითვლება.

სულიწმიდის მოფენა ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან  50-ე დღეს აღინიშნება. 

სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში და მოეხდინათ სასწაულები.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით. ძირს კი რაც შეიძლება ბევრი ბალახი ეფინება. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. სულიწმინდის მადლი კი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *