Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პაღნი: 2 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა 

პაღნი: 2 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა 

2 წლის ბიჭი, რომელიც ოთხშაბათს, 2 სექტემბერს დილით აივნიდან გადმოვარდა, მძიმე მდგომარეობაში ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში (ΠΑΓΝΗ) გადაიყვანეს.

შემთხვევა კუნძულ კრეტაზე, წმინდა ნიკოლოზის მუნიციპალიტეტის ლენიკის რაიონში მოხდა. ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვი მშობლების მხედველბოს არედან გაუჩინარდა და  გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობ ვითარებაში საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოვარდა.

ბავშვი თავდაპირველად წმინდა ნიკოლოზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ექიმებმა დაზიანებების სიმძიმე და ბავშვის სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა დაადასტურეს.

ბიჭი ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ინტუბირებულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *