Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

პრესპესში მომხდარი ტრაგიკული ატოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის ბიჭის გადასარჩენად სისხლის დონაციაა საჭირო

პრესპესში მომხდარი ტრაგიკული ატოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის ბიჭის გადასარჩენად სისხლის დონაციაა საჭირო

სალონიკში მდებარე პაპანიკოლაუს საავადმყოფო მიმართვას ავრცელებს მათთვის, ვისაც შეუძლია გახდეს სისხლის დონორი 17 წლის ბიჭისთვის, რომელიც პრესპესში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

შეგახსენებთ რომ აღნიშნულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 18 და 16 წლის ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ავარია ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა მილიონაში, აღიუ ღერმანუსა და მილიონას გზატკეცილზე. ავტომანქანა, რომლითაც 3 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა გზის საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ზოლზე გადავიდა, სრულიად გაცდა გზის სავალ ნაწილს და ხეებს შეეჯახა. 

protothema.gr-თან საუბრისას პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა ერთი შეხედვით ივარაუდება, რომ ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მიდიოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი ძლიერი შეჯახება. გამოძიება ასევე იკვლევს იყო თუ არა გზის სავალი ნაწილი მოლიპული, რაც ხელს შეუწყობდა მანქანის მოცურებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *