Latest news
მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები დიპლომებს და ახალგაზრდებს - რას აპროტესტებენ სტუდენტები საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება 6 აპრილიდან სასწავლო დაწესებულებებში 2 კვირიანი სააღდგომო არდადეგები იწყება სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაც... კვირას, 4 აპრილს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს ლაკონია: ვრცელდება 30 წლის გოგონას ტრაგიკული ისტორიის ამსახველი კადრები ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერძნეთი 5400-მა ექიმმა დატოვა მესოლონგის გასვლა - 4 და 5 აპრილს ისტორიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება 4 აპრილს სტუდენტები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ ჯარიმები, რომელთა თავიდან ასარიდებლადაც ყველაფერი უნდა ვცადოთ
კვირა, აპრილი 5, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა არის ანევრიზმა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

რა არის ანევრიზმა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

როდესაც ანევრიზმაზე ვსაუბრობთ საქმე თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ეხება – ვისაუბრებთ პროცესზე, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიმდინარეობს.

დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან გამობერილობა მცირე ზომისაა და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს ანევრიზმის ზრდის დროს, ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე ზეწოლის გამო.
ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი თვალის არეში;
  • გუგის გაფართოება;
  • ნახევარი სახის დაბუჟება;
  • მეტყველების გაძნელება;
  • თავის ტკივილი;
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • კონცენტრაციის მოშლა.

ანევრიზმის გახეთქვას ავლენს:

  • უეცარი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც პაციენტი აღწერს როგორც ყველაზე ძლიერს, რაც კი ოდესმე უგრძნია;
  • გულისრევა, ღებინება;
  • კისრის დაჭიმულობა;
  • მხედველობის დაბინდვა ან გაორება;
  • სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება;
  • გულყრა;
  • თვალის ქუთუთოს პტოზი (დაწევა)
  • გონების დაკარგვა;
  • გონების დაბინდვა;

უეცარი ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
არ დატოვოთ უყურადღებოდ გონების დაკარგვის`გულყრის ეპიზოდი და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – დროული რეაგირება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას თავიდან აგაცილებთ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *