Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ჯარიმები, რომელთა თავიდან ასარიდებლადაც ყველაფერი უნდა ვცადოთ

ჯარიმები, რომელთა თავიდან ასარიდებლადაც ყველაფერი უნდა ვცადოთ

ჯარიმა, რომელსაც საგზაო პოლიცია მაშინ წერს, როცა თვლის, რომ მძღოლი თავისას არ იშლის და აგრძელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, არის ყველაზე დიდი ოდენობის, რაც შეიძლება ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მივიღოთ.

ახალი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი მხოლოდ კანონდარღვევას კი არა გამუდმებით მოძრაობის წესების დარღვევასაც სჯის. გამომდინარე აქედან რაც უფრო მეტჯერ ფიქსირდება გადაცდომა, მით უფრო იზრდება ჯარიმის ოდენობა და საფრთხე, რომ მართვის მოწმობას ჩამოგვართმევენ.

დღემდე ყველაზე მაღალი ჯარიმა 8 000 ევრო იყო, რომელსაც დრიფტისთვის, უკიდურესად მაღალი სიჩქარით გადაადგილებისთვის წერდნენ. თუმცა არსებობს შემთხვევებიც, როცა აღნიშნული ჯარიმა შეიძლება 12 000 ევრომდეც კი გაიზარდოს.

აღნიშნული ჯარიმა იწერება მაშინ, როცა მძღოლი არაერთ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს.

მაგალითად მძღოლი რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და ცდილობს შეეჯიბროს სხვა ავტომანქანას და სწორედ ასე იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის არ დაჯარიმდება. მისი კანონდარღვევები შეიკრიბება მაგ. სახიფათო მართვა, ავარიის გამოწვევა, გადაჭარბებული სიჩქარით მართვა და ელვის სისწრაფით გაზრდილ ჯარიმასთან ერთად მძღოლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშიც მიეცემა.

ზემოთხსენებული პრინციპი ვრცელდება რეციდივის შემთხვევებშიც. მძღოლი, რომელიც უკვე არაერთხელ არის დაჯარიმებული და მაინც აგრძელებს მოძრაობის წესების დარღვევას აუცილებლად აღმოჩნდება თანმიმდევრული, შეკრებითი ჯარიმების წინაშე, რომლებიც ყოველ ჯერზე ორმაგდება.

განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით ვმართავთ ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ამ მდგომარეობაში ვიწვევთ ავარიას. ამ შემთხვევაში სასჯელი მხოლოდ ადმინისტრაციული არ არის. არსებობს დაკავების საფრთხე და მრავალი წლით, 10 წლითაც კი მართვის მოწმობის ჩამორთმევის საფრთხეც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *