Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა – ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა

რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა – ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა

2004 წლის 7 აგვისტოს გაიხსნა რიო-ანდირიოს ხიდი, რომელიც პელოპონისოს ცენტრალურ საბერძნეთთან აკავშირებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საინჟინრო პროექტად მიიჩნევა. ხიდი ოფიციალურად ხარილაოს ტრიკუპის სახელს ატარებს, პოლიტიკოსის პატივსაცემად, რომელმაც მისი აშენების იდეა ჯერ კიდევ 1889 წელს წამოაყენა.

თითქმის 2,9 კილომეტრის სიგრძის ხიდი აშენდა ძლიერ სეისმურ ზონაში და დაპროექტებულია ისე, რომ გაუძლოს 265 კმ/სთ სიჩქარის ქარს, ძლიერ მიწისძვრებს, ტექტონიკურ გადაადგილებებსა და 180 ათასი ტონის ტანკერის შეჯახებასაც.

პროექტის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონი ევრო შეადგინა. დღეს ხიდით ყოველდღიურად საშუალოდ 12 ათასზე მეტი ავტომობილი სარგებლობს, ხოლო რიოსა და ანდირიოს შორის გადაადგილებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

22 წლის შემდეგ რიო-ანდირიოს ხიდი კვლავ რჩება თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ და მსოფლიო საინჟინრო მიღწევების თვალსაჩინო მაგალითად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *