Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ

როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ

მარტის თვის ბოლო კვირა დღეს, 29 მარტს საათი 1 საათით წინ გადაიწევს. შესაბამისად საათის ისრები გამთენიის 03:00 საათიდან 04:00 საათზე გადაიწევა და დღეც საგრძნობლად მოიმატებს.

ზაფხულის დროით საბერძნეთის მოსახლეობა 2026 წლის 25 ოქტომბრამდე იცხოვრებს.

მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.

თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება. 

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. 

დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *