Latest news
კასელაკისი და ტაილერი ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ოფი კრეტას მაისურებით გამოჩნდნენ წყლის დეფიციტი საბერძნეთში: ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მე-19 ადგილზეა წყლის დეფიციტის საშიშროებით ვარდა: 23 წლის ეგვიპტის მოქალაქემ მისი თანამემამულე დანით დაჩეხა პატრა: 75 წლის კაცი ძმისშვილის ქორწილში ცეკვის დროს გარდაცივალა რომი: იტალიამ საბერძნეთს 360 მილიონი ევრო გადასცა Hellenic Train-ის მატარებლების უსაფრთხოების უზრუნვ... ელევსინასთან გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა რომის პაპის ინაუგურაცია დაიწყო დღეს სამშვიდობო მარათონი 08:00 საათზე დაიწყება მსოფლიო ისტორიის ყველაზე სასტიკი ქალები
კვირა, მაისი 18, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვატიკანმა გაავრცელა.

პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გუშინ, 21 აპრილს გარდაიცვალა.

არასდროს დაგვავიწყდება პაპი ფრანცისკეს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული საბერძნეთის მიმართ – აცხადებს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.

ვატიკანში, სააღდგომო მესას პაპი ფრანცისკე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ტრადიციული ურბი ეთ ორბი მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაუკითხა.

რომის პაპი იყო პირველი პაპი ამერიკიდან ან სამხრეთ ნახევარსფეროდან. მას შემდეგ, რაც სირიაში დაბადებული გრიგოლ III გარდაიცვალა, 741 წელს, არაევროპელი პაპი ვატიკანში არ ყოფილა. ფრანცისკეს წინამორბედი, ბენედიქტ XVI, თითქმის 600 წლის განმავლობაში იყო პირველი პაპი, რომელიც ნებაყოფლობით გავიდა პენსიაზე. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

დასავლური მედიის შეფასებით, პაპი ფრანცისკე, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ცდილობდა კათოლიკური ეკლესიის რეფორმირებას, ის პოპულარული დარჩა ტრადიციონალისტთა შორის. დაიბადა 1936 წელს ბუენოს აირესში, იტალიელი მიგრანტების ოჯახში. არგენტინელმა პონტიფმა სწრაფად მოიპოვა მოდერნიზატორის რეპუტაცია, რის შედეგადაც იგი თამამად საუბრობდა ჰუმანიტარულ კრიზისებზე, როგორიცაა მიგრაცია, ომი და კლიმატის ცვლილება.

დასავლური მედია წერს, რომ ფრანცისკე ცდილობდა ეკლესიის რეფორმირებას სასულიერო პირებში ელიტარული მენტალიტეტების დაძლევით, განქორწინებული და გეი კათოლიკეების მიმართ თანაგრძნობის მოთხოვნით და მოსაზრებით, რომ ეკლესია მიესალმა ყველას. მან მიიღო მთელი რიგი ზომები ვატიკანში ფინანსური კორუფციის გასასუფთავებლად და სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის დასაძლევად, მათ შორის კანონები ეპისკოპოსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ფრანცისკე ასევე ცდილობდა ვატიკანში მომუშავე ქალების როლის გაზრდას და მღვდლებს უფლება მისცა, მიეცათ კურთხევა ერთსქესიანი წყვილებისთვის. ფრანცისკე ცდილობდა, ეთამაშა მშვიდობისმყოფელის როლი გლობალური კონფლიქტების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. მის რეფორმებს ეკლესიის შიგნით ულტრაკონსერვატორების მხრიდან უპრეცედენტო წინააღმდეგობა შეექმნა, თუმცა პროგრესული კათოლიკეები თვლიდნენ, რომ ის უფრო შორს უნდა წასულიყო, დაქორწინებული მამაკაცების მღვდლად ხელდასხმის ნებართვით, ჰომოსექსუალობის შესახებ ოფიციალური სწავლების შეცვლით და მსახურებაში ქალების მეტი სივრცის მინიჭებით. მთელი რიგი მკაცრი ზომების მიღების მიუხედავად, ფრანცისკემ ვერ ჩაახშო ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმების სკანდალი, რომელიც ეხებოდა კათოლიკურ ეკლესიას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *