Latest news
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სისხლის დაღვრის გარეშეც შეგვიძლია ვიზეიმოთ აღდგომა

სისხლის დაღვრის გარეშეც შეგვიძლია ვიზეიმოთ აღდგომა

ვეგანებმა ათენის ცენტრალურ მოედანზე, სინდაღმაზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მთავარი ლოზუნგიც “მკვლელობა სიყვარული არ არის” იყო. 

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ დღესასწაული მსხვერპლის გარეშე აღნიშნონ. აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ცხვარი და თხა იხოცება საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულისთვის. დახოცილი ცხოველების ასაკი კი 4-დან 8 კვირამდე მერყეობს. 

“2022 წლიდან ვმართავთ საპროტესტო აქციებს, რათა შევახსენოთ ხალხს, რომ აღდგომა ლამაზი დღესასწაულია, რომელიც სიმშვიდის და სიყვარულის სიმბოლო უნდა იყოს და არა ცხვრებისა და თხების დახოცვის დღე. გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას, რომ ამ ცხოველებს ისევე სტკივათ როგორც ადამიანებს, უნდათ სიცოცხლე.” – აცხადებს ელენი სტურნა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *