Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ქუჩაში ცხოვრობს და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს – აცხადეს იოგას ტრენერის შვილი, რომელმაც ნათესავების მანქანები გადაწვა

ქუჩაში ცხოვრობს და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს – აცხადეს იოგას ტრენერის შვილი, რომელმაც ნათესავების მანქანები გადაწვა

კორიდალოსის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს 56 წლის იოგას ინსტრუქტორი, რომელიც ნათესავებისა და მეგობრების მანქანებისთვის ცეცხლის გაჩენისა და აფეთქების გამოწვევისთვის დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას იქცევს.

56 წლის ქალი წარსულშიც, კერძოდ 2016 წლის თებერვალშიც იყო დაკავებული ნეა ერითრეასა და მეტამორფოსიზე განზრახ ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

დაკავებულის შვილმა ტელემაუწყებელი Mega-ს წინაშე ისაუბრა: “რაოდენ სასაცილო და გასაოცარიც არ უნდა იყოს, რომ იოგას ინსტრუქტორი დადის და ხანძარს აჩენს განზრახ, ვიცნობ მის მდგომარეობას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედაჩემი ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება. პრობლემა არსებულ სახელმწიფო სისტემას უკავშირდება, რადგან რამდენჯერაც ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, იმდენჯერ მკურნალობის და შესაბამისი მედიკამენტების გარეშე გამოწერეს. ყოველთვის ესე ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. რამდენიმე თვით ტოვებენ კლინიკაში, თუმცა არ უტარდებათ რაიმე არსებითი თერაპია და წერენ დაწესებულებებიდან ისე, რომ არ უნიშნავენ განგრძობით მკურნალობის პროცესს. სწორედ ეს იწვევს ამ ადამიანების სიღარიბეში აღმოჩენას და საზოგადოების აქტიური ნაწილიდან გარიყვას.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *