Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ძლიერი ქარები და მაღალი ტემპერატურა ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის

ძლიერი ქარები და მაღალი ტემპერატურა ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის

საბერძნეთში დღეს, 10 აგვისტოს, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ჩრდილოეთის ქარები ხანძრისთვის განსაკუთრებით საშიშ პირობებს ქმნიან. ეგეოსის ზღვაში ქარის სიჩქარე ადგილობრივად 8 ბოფორს მიაღწევს.

მაღალი ხანძარსაწინააღმდეგო რისკი, მე-4 კატეგორია გამოცხადებულია ატიკისა და კითირას ტერიტორიებზე, პელოპონისოს დიდ ნაწილში, ახაიაში, ცენტრალურ საბერძნეთში, ევიაზე, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებსა და კრეტაზე.

ტემპერატურა დასავლეთ საბერძნეთში 38–39°C-მდე, ხოლო კრეტაზე, დოდეკანისას კუნძულებსა და ცენტრალურ მაკედონიაში 37°C-მდე მოიმატებს. ათენში უმეტესად მზიანი ამინდია და ტემპერატურა 35°C-ს არ გადააჭარბებს, აღმოსავლეთ რაიონებში კი ჩრდილოეთის ქარი 7 ბოფორამდე გაძლიერდება.

სამშაბათსა და ოთხშაბათს ქარის სიმძლავრე დროებით იკლებს, თუმცა დასავლეთ საბერძნეთში ტემპერატურა 39°C-მდე შენარჩუნდება.

ხუთშაბათიდან კვირამდე მოსალოდნელია ტემპერატურის თანდათანობითი კლება და ქარების ხელახალი გაძლიერება.

დაუბერავენ განსაკუთრებით ძლიერი ქარები 14 და 15 აგვისტოს. ამ დღეებში დასავლეთში ტემპერატურა 35°C-ს არ გადააჭარბებს, ხოლო ძლიერი ჩრდილოეთის ქარები აღმოსავლეთ რეგიონებსა და ეგეოსის კუნძულებზე შედარებით გრილ ამინდს შეინარჩუნებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *