Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

15 აგვისტო: დიდი დღესასწაული კუნძულ ტინოსზე

დღევანდელი დღე, 15 აგვისტო ბერძნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც  განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება კუნძულ ტინოსზე.

ეს დღე ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია, რომელიც  ტინოსის ღვთისმშობლის ტაძარში,  ცნობილი როგორც Panagia Evangelistria განსაკუთრებული ბრწყინვალებით აღინიშნება. ეს არის წმინდა და სადღესასწაულო დღე, რომელიც იზიდავს მნახველებს მთელი საბერძნეთიდან.

ტინოსის ღვთისმშობლის (პანაგიას) მეშვეობით აღსრულებული სასწაულები იმდენად ცნობილი გახდა, რომ ღვთისმსახურები მთელი ქვეყნიდან ეშვებოდნენ ეკლესიაში დახმარების სათხოვნელად. ჩვეულებრივი იყო მლოცველების დანახვა, რომლებიც პორტიდან ტაძრამდე  მუხლებზე დაჩოქილები მიდიოდნენ ღვთიური დახმარების სანაცვლოდ.

პანაგია აშენდა იმ ადგილას, სადაც გათხრების დროს აღმოჩენილი ღვთისმშობლის წმინდა ხატი იქნა დასვენებული 1823 წელს. ხატი იპოვეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მონაზონს, სახელად პელაგიას, ჰქონდა ხილვები და მას ღვთისმშობელი გამოეცხადა.

აღმოჩენა მოხდა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომის დროს, სანამ ციკლადები, რომლებსაც ტინოსი ეკუთვნის, დამპყრობლებისგან განთავისუფლდებოდა. ადგილობრივმა ბერძნებმა ეს მიიღეს იმის ნიშნად, რომ მათი ბრძოლა სამართლიანი იყო და გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა.

ეს ადგილი საუკუნეების მანძილზე წმინდად ითვლებოდა. ქრისტიანობის მოსვლამდე აქ დიონისეს უძველესი ტაძარი იყო.

15 აგვისტოს, ღვთისმშობლის ხსენების ყველაზე წმინდა დღეს, ტინოსის ღვთისმშობელი ხდება მომლოცველებისთვის მთავარი ცენტრი. ხალხი მიედინება კუნძულზე მთელი საბერძნეთიდან სურვილების ჩასათქმელად ან თავიანთი ტამატის დასატოვებლად.

ბევრი ბერძენი აღასრულებს ტამატას (τἀματα) რიტუალს. მორწმუნეები სთხოვენ წმინდანს ან სხვა წმინდა მოღვაწეს ღვთიური დახმარებას. სანაცვლოდ ისინი სწირავენ მატერიალურ მსხვერპლს, ან უარს ამბობენ რაიმეზე, რაც მათთვის ძვირფასია, რათა აჩვენონ თავიანთი რწმენის სიძლიერე

მორწმუნეები, რომლებიც ტაძარში დადიან, შეამჩნევენ ვერცხლის, ოქროსა და ბრინჯაოს ხატებს, რომლებიც წარმოადგენენ ტამატას, ხალხის მიერ შექმნილ ხატებს.

ერთი უჩვეულო ვერცხლის ტამატა გამოსახავს გემში ჩასახლებულ ვეშაპს. მას შემდეგ, რაც ქარიშხლის დროს გემი დაზიანდა და გაჩენილი ხვრელიდან წყალმა დაიწყო დინება ვეშაპი ჩაცურდა ხვრელში და შეაჩერა წყალი, რითაც იხსნა გემი დატბორვისგან და მეზღვაურები გადაარჩინა.

ბრმა კაცი მხედველობის დასაბრუნებლად ლოცულობდა. ხედვა დაუბრუნდა და პირველი რაც დაინახა თვალების გახელისას იყო ფორთოხლის ხე. მან გააკეთა ხის ვერცხლის ასლი და გადასცა ეკლესიას.

და ბოლოს, ჩვილის ხატი წარმოადგენს პატარა ბავშვს, რომელიც იპოვეს კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე, ზღვაში დაკარგული გემიდან გადაგდების შემდეგ.

მას შემდეგ რაც  მომლოცველები 15 აგვისტოს სანთელს დაანთებენ, ტამატას დატოვებენ ტაძარში და პატივი მიაგებენ ღვთისმშობელს, ბევრი მათგანი  კუნძულზე რჩება, რათა კუნძულის უჩვეულო სილამაზით და მომხიბვლელი პეიზაჟებით დატკბეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *