ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა – პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინეს
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა – პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინეს
საბერძნეთის სურსათის კონტროლის ორგანომ (ΕΦΕΤ) გაყინული ქათმის ბურგერების კონკრეტული პარტიის გაწვევა მოითხოვა, რადგან ლაბორატორიული კვლევების შედეგად პროდუქტში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, შემოწმება 2026 წლის სურსათის მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. საეჭვო პროდუქტი კომპანია MEATKA S.A.-ს მიერ არის წარმოებული.
გასაწვევი პროდუქტის მონაცემები:
- დასახელება: გაყინული ქათმის ბურგერი (Hamburger)
- წონა: 850 გრამი
- პარტიის ნომერი: Lot 15626
- გაყინვის თარიღი: 05.06.2026
- ვარგისიანობის ვადა: 05.06.2027
ΕΦΕΤ-მა აღნიშნული პარტიის სრული ამოღება მოითხოვა.
მომხმარებლებს მოუწოდებენ არ მიირთვან აღნიშნული პროდუქტი თუ ის უკვე შეძენილი აქვთ, რადგან სალმონელამ შესაძლოა საკვებით მოწამვლა გამოიწვიოს.
Facebook Comments Box
