Latest news
რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

კუნძულ პაროსზე ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი 21 წლის გოგონა გონს მოვიდა და მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მან ნივთიერება საკუთარი სურვილით მიიღო, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად პაროსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ათენის „ძანიო“-ს საავადმყოფოში.

MEGA-სთან საუბრისას გოგონამ გაიხსენა, რომ მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს, ერთობოდნენ და მოგვიანებით ალკოჰოლი დალია, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

გოგონას თქმით, მან ნარკოტიკული ნივთიერების მიღება გართობის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა საჭიროზე მეტი მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნივთიერების ალკოჰოლთან ერთად მიღება განსაკუთრებით სახიფათოა.

ახალგაზრდა ქალმა მომხდარი ასე აღწერა: თავდაპირველად თავბრუ დაეხვა, შემდეგ სხეულის დაბუჟება იგრძნო და მეგობრებს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ამის შემდეგ კი გონება დაკარგა.

გოგონამ ასევე დაიცვა თავისი პარტნიორი, რომელმაც ის პაროსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. მისი განცხადებით, მას არ სურს რომ მომხდარი პარტნიორის მხრიდან ძალადობად წარმოჩინდეს, რადგან ნივთიერება საკუთარი ნებით მიიღო. ამასთან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი იმ მომენტში როდესაც მან აღნიშნული ნივთიერება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს ზოგადად არ მოიხმარს და იმ ღამეს აღნიშნული ნივთიერების გასინჯვა პირველად გადაწყვიტა. 

გოგონამ საუბარი გაფრთხილებით დაასრულა და საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ნივთიერებების მიღებისა და ექსპერიმენტებისგან, რადგან წინასწარ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იმოქმედებს კონკრეტული ნივთიერება ორგანიზმზე და რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის გამოყენებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *