აღრინიო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
აღრინიო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
სრულიად აღრინიოს მოსახლეობა გლოვობს 21 წლის თანასისს, რომელის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა ჯერ ფურგონს შეეჯახა, შემდეგ კი ჩიხში გადავარდა, სადაც ცეცხლის ალში გაეხვა. ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა.
მძღოლთან ერთად მანქანაში 1 მგზავრი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა და თავი გადაირჩინა. ქალი მძიმედ არის დაშავებიული, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
საავადმყოფოში გადაიყვანეს ფურგონის მძღოლი მის მეუღლესთან ერთად, რომლებსაც შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდნენ, თუმცა ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
