Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ვრცელდება გაუპატიურებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ბრალდებული საშუალო სკოლის დირექტორის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები

ვრცელდება გაუპატიურებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ბრალდებული საშუალო სკოლის დირექტორის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები

სულ მცირე 20 არასრულწლოვანი იყო კუნძული სამოსის საშუალო სკოლის დირექტორის მსხვერპლი, რომელიც მათ სექსუალურად ავიწროებდა.

ტელემაუწყებელი Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული არასრულწლოვნებს წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა: “ძალიან ლამაზი წვივები გაქვს, საუკეთესო, ნავარჯიშები.”

წერილობითი შეტყობინებები განსხვავებული იყო ყველა მოსწავლის მიმართ. ზოგიერთ მათგანს ყავაზე ეპატიჟებოდა, ზოგის მოხიბვლას კი კომპლიმენტებით ცდილობდა.

ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატი, იოანის კალტაკისი აცხადებს, რომ დირექტორმა ბოროტად ისარგებლა მოსწავლეების მის მიმართ პატივისცემით და არა მხოლოდ, მათი სოციალური მდგომარეობით და სიღარიბითაც.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჩვენებაში განაცხადა: “მთხოვა ფეხებზე მასაჟი გამეკეთებინა გასამრჯელოს სანაცვლოდ. თან შემპირდა რომ ბუცებს მიყიდდა და მისი იახტით თურქეთის სანაპიროებზე გამასეირნებდა.”

47 წლის დირექტორი 25 ივლისს მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავეს.

დაკავებულის დანაშაულებრივი ქმედება 2018 წლიდან 2024 წლამდე აქტიურად გრძელდებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *