Latest news
სალონიკი: 40 წლის კაცმა სატვირთო მანქანიდან 250 ლიტრი საწვავი მოიპარა კუნძული როს ქალბატონი: 10 მეტრის სიმაღლის კლდეზე დგას ქალის ქანდაკება, რომელიც 40 წლის განმავლობაში ... 25 მარტი: აღლუმების განრიგი ვერია: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 19 წლის ბიჭს, რომელმაც ინსტაგრამზე შეყვარებულის პირადი ცხ... ათენში 25 მარტისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა აღლუმი გაიმართება პაციენტები კმაყოფილები არიან სამედიცინო პერსონალის მომსახურებით თუმცა არა შენობაში არსებული სისუფთავ... ლიოსიონ: ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება საწყობში გაჩენილი ხანძარი გლიფადა: დღეს დაკითხავენ გალერიის მეპატრონეს, რომელსაც ბრალად ყალბი ექსპონატების დამზადება-გაყიდვა ე... სასამართლო დარბაზი, რომლის შეცვლასაც ითხოვენ, არის საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდი ტაქსის მძღოლებმა მძღოლს, რომელიც გაფიცვაში არ იღებდა მონაწილეობას და განაგრძობდა მუშაობას ყავის ჭიქე...
ხუთშაბათი, მარტი 26, 2026
მსოფლიო

ბრიტანელი ქალები დააპატიმრეს თუთიყუშის “სადისტური წამების” გამო

ბრიტანულმა სასამართლომ დაუცველი არსების მიმართ  გამოვლენილი წარმოუდგენელი სისასტიკის გამო ორი ქალი დააპატიმრა, რომლებმაც მეგობრის მდედრი თუთიყუში აწამეს და მოკლეს.

47 წლის ტრეისი დიქსონმა და 35 წლის ნიკოლა ბრედლიმ ფრინველს, აფრიკულ ნაცრისფერ თუთიყუშს სახელად “სპარკი” ღუმელის საწმენდი საშუალება შეასხურეს, საღებავი დაასხეს და ფრინველით ძაღლის გამოკვება სცადეს, შემდეგ კი ჩართულ ტანსაცმლის საშრობში ჩასვეს.

ორივე ბრალდებული ცდილობდა დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალებას, მაგრამ ვერ დაარწმუნეს მოსამართლე, რომელმაც მათ 25 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა გასულ სამშაბათს, კარლაილის სასამართლოში. მისი თქმით, ორივე ქალი დამნაშავეა თუთიყუშის „სადისტურ წამებაში“, რომლებმაც ის საბოლოოდ მოკლეს.

თუთიყუში ქალების მეგობარს, პოლ კრუკსს ეკუთვნოდა, რომელიც 30 ივლისს ორ ქალს საკუთარ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მასპინძლობდა.

Guardian-ის ცნობით, ქალებმა დაურეკეს ბრუკს, რომ წაეყვანა ისინი ღამის კლუბიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, რადგან ზედმეტად ნასვამები იყვნენ.  მანქანით აყვანის შემდეგ მან დილის 5.30 საათზე მიიყვანა მეგობრები სახლში და თვითონ დაიძინა, ისინი კი სვამდნენ.

როდესაც კრუქსმა გაიღვიძა დილის 8:30 საათზე, მან აღმოაჩინა, რომ მისმა სტუმრებმა სპარკის გალიაში საპარსი ქაფი შეასხეს. მამაკაცმა გალია გაასუფთავა და წავიდა საყიდლებზე მას შემდეგ, რაც გააფრთხილა ორი ქალი, რომ აღარ შეხებოდნენ მის შინაურ ფრინველს.

როცა დაბრუნდა, ჩიტი უგონო მდგომარეობაში დახვდა, მისი თავი გალიიდან იყო გადმოკიდებული. თავიდან ქალები უარყოფდნენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აღიარეს, რომ თუთიყუშს საწმენდი საშუალებები და ავეჯის ლაქი შეასხურეს და პირსახოცი დაარტყეს, შემდეგ კი ცოცხალმკვდარი ფრინველის ძაღლისთვის მიცემას აპირებდნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *