Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

აფეთქებები კარაკასში – აშშ სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს ვენესუელაში

აფეთქებები კარაკასში – აშშ სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს ვენესუელაში

ვენესუელამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და აშშ-ს პასუხისმგებლობის აღება მოითხოვა და აშშ-ის ქმედებას „სერიოზული სამხედრო აგრესია“ უწოდა.

BBC აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  ტრამპმა ვენესუელაზე დარტყმა ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა.

აფეთქებები, თვითმფრინავები და შავი კვამლი კარაკასში გუშინ, 3 იანვარს, დაახლოებით დილის 2 საათიდან დაიწყო დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვენესუელას პრეზიდენტი მადურო ამჟამად ნიუ იორკში წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. 

„ტრამპის მეორე ვადის დროს ის სულ უფრო მეტად იჩენს ინტერესს იმპერიული სტილის ოპერაციების მიმართ. შაბათს გამთენიისას კარაკასზე განხორციელებული რეიდამდე ერთი კვირით ადრე აშშ-მა საჰაერო დარტყმები მიაყენა ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიას – ეს იყო საშობაო ოპერაცია, რომელიც, ტრამპის თქმით, ქვეყნის ქრისტიანების დასაცავად ჩატარდა. ამას ასევე წინ უძღოდა გასულ ზაფხულს აშშ-ის მიერ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების დაბომბვა. ტრამპმა ამ კვირაში კვლავ დაიმუქრა ირანზე დარტყმით, რათა იხსნას რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე გამოსული ადამიანები“, – წერს Financial Times-ი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *