Latest news
პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს გლიფადა: სამხედრო-საზღვაო ძალების 46 წლის ოფიცერმა ყოფილი პარტნიორის სახლში ცეცხლი გააჩინა 63 ადვოკატთა ასოციაცია ბანკებისა და ფინანსური კომპანიების სასარგებლოდ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილ... ანგელოს იანაკოპულოსი: საქმე თაღლითობას კი არა, საგადასახადო დარღვევებს ეხება ხიოსის აეროპორტი 4 თვით დაიხურება  საცხობების ქსელის „ხორიატიკო“-ს საქმეზე დაკავებული პირველი 30 ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა აკადიმია პლატონოს: მიტოვებული შენობა ჩამოინგრა  რა გახდა პლაკაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ესპანეთი: სარკინიგზო კატასტროფას 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა Pizza Fan-ის ბუღალტერიის თანამშრომელი და 2 რესტორნის მფლობელი სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა
პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
საბერძნეთიUncategorized

გლიფადა: სამხედრო-საზღვაო ძალების 46 წლის ოფიცერმა ყოფილი პარტნიორის სახლში ცეცხლი გააჩინა

გლიფადა: სამხედრო-საზღვაო ძალების 46 წლის ოფიცერმა ყოფილი პარტნიორის სახლში ცეცხლი გააჩინა

პარასკევს, 30 ოქტომბერს გამთენიისას, საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 46 წლის ოფიცერმა ყოფილი პარტნიორების სახლებში 15 წუთის შუალედით 2 ხანძარი გააჩინა. 

პოლიციის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის კაცი დილის 02:00 საათზე ყოფილი პარტნიორის ბინასთან. მას სახე სრულად აქვს დაფარული და აცვია ხელთათმანები. თავდაპირველად იგი სათვალთვალო კამერის ობიექტივს ფარავს, შემდეგ კი ბინაში შედის. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა აალებადი სითხის გამოყენებით წაუკიდა ბინას ცეცხლი. საბედნიეროდ იმ დროს ქალი სამსახურში იმყოფებოდა.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, 02:35 საათზე, კაცი გლიფადაში სხვა მისამართზე მივიდა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ყოფილი პარტნიორის, 55 წლის ქალისა და მისი ამჟამინდელი პარტნიორის, 51 წლის კაცის ავტომობილებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ოფიცერი წარსულშიც ყოფილა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საქმის გამო. იგი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. შემთხვევის გარემოებებს შესაბამისი ორგანოები იძიებენ.

დაზარალებული ქალი გამოცემა protothema.gr-თან საუბრისას ჰყვება, რომ ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულება ერთი კვირის წინ გადაწყვიტა.

მისი თქმით, მან მამაკაცს წინა შაბათს განუცხადა, რომ ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეეძლო და დაშორება სურდა. მამაკაცი გადაწყვეტილებას არ ეგუებოდა, რის გამოც ქალმა სახლი დატოვა და მშობლებთან გადავიდა.

ქალის განცხადებით, დაშორების შემდეგ კაცი გამუდმებით ურეკავდა და შეტყობინებებს უგზავნიდა. მოგვიანებით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი წაქცევა სცადა.

დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც სამსახურში ყოფნისას მობილურ ტელეფონში ბინის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმება სცადა და აღმოაჩინა, რომ კამერები აღარ მუშაობდა. მან დას დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ სახლში ხანძარი იყო. ქალის ეჭვი მაშინვე ყოფილ პარტნიორზე შეჩერდა.

იმავე ღამეს, დილის 04:40 საათზე, ავტომობილს ცეცხლი ნეა ირაკლიოშიც წაეკიდა. სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევის კავშირს 46 წლის ოფიცერთანაც იკვლევენ, რადგან დამწვარი ავტომობილი, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მისი ყოფილი პარტნიორის საკუთრება იყო.

გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *