დაშავებული სტუდენტი სტუდენტებზე თავდასხმის მომენტს იხსენებს
დაშავებული სტუდენტი სტუდენტებზე თავდასხმის მომენტს იხსენებს
ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, 19 წლის სტუდენტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელებისგან გაქცევისას იგრძნო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
სტუდენტის განცხადებაზე დაყრდნობით, ის უნივერსიტეტში გამართულ საერთო კრებას ესწრებოდა და კიდევ ორ თანატოლთან ერთად აუდიტორიის გარეთ იმყოფებოდა, როდესაც დერეფანში დაახლოებით 20 შავებში ჩაცმული, ჩაფხუტიანი და სახედაფარული პირი გამოჩნდა. თავდამსხმელებს ხელკეტები ეჭირათ, ჯგუფის წინამძღოლს კი-ცული.
გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობი პირები სტუდენტებს აედევნნენ. ახალგაზრდა ფიზიკის ფაკულტეტის მიმართულებით გაიქცა, თუმცა ცულიანი თავდამსხმელი დაეწია. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ზურგიდან ხელი ჩაავლო და ძირს დააგდო, რის შემდეგაც მას დაახლოებით რვა ადამიანი გარს შემოეხვია და ცემა დაუწყო. სტუდენტმა ფეხში ძლიერი დარტყმაც მიიღო, მოგვიანებით კი მას ცეცხლმოკიდებული საგანი ესროლეს, რის შედეგადაც ქურთუკს ცეცხლი წაეკიდა: „მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. საშინელად შემეშინდა და მივხვდი, რომ არსებობდა იმის შესაძლებლობა რომ ცოცხალი ვერ გადავრჩენილიყავი.” – განაცხადა მან ტელეკომპანია MEGA-სთან საუბრისას.
სტუდენტმა ასევე გაიხსენა, როგორ დაინახა მისი თანაკურსელი, რომელსაც თავდამსხმელების მიერ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი მოხვდა და ცეცხლი თავიდან ფეხებამდე მოეკიდა.
