Latest news
საბერძნეთის სახელმწიფო საბჭო სახელმწიფოს ვალის ამოღების პროპორციულობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს პატრა: რა გახდა 23 წლის ახალგაზრდას აივნიდან გადახტომის მიზეზი კუნძულ როდოსზე უამინდობის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს სალონიკი: ბენზინგასამართი სადგურის 23 წლის თანამშრომელს 123 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ ველოპულოსმა ტების ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა საბერძნეთი: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები და თოვლი პარნითაზე ვულა: არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროების ბრალდებით გიმნაზიის მასწავლებელი დააკავეს Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ველოპულოსმა ტების ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა

ველოპულოსმა ტების ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა

პოლიტიკური პარტია „Ελληνική Λύση“ -ს ლიდერმა კირიაკოს ველოპულოსმა ტების სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ძვლების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა დაღუპულთა ოჯახის წევრების პროტესტის შემდეგ პოსტი მალევე წაშალა.

დაღუპულთა ოჯახის წევრის, ნიკოს პლაკიასის განცხადებით, ფოტოებზე ასახული ნეშტის ნიმუშები უკვე იდენტიფიცირებული იყო და ოჯახებისთვის გადაცემული. მისი თქმით, ერთ-ერთი ფოტოზე მისი ოჯახის წევრის ნეშტიც იყო გამოსახული. მან ველოპულოსი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

ველოპულოსი ამტკიცებდა, რომ კულურიში აღმოჩენილი ძვლების ნაწილი სათანადოდ არ შემოწმებულა და ხელისუფლებისგან მასალების ხელახალი შესწავლა მოითხოვა. მან განცხადება იუსტიციის მინისტრ გიორგოს ფლორიდისთან დაპირისპირების ფონზე გააკეთა.

საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა, გიორგოს ფლორიდისმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ადამიანების ძვლები ოფიციალურად აღირიცხა და საქმის მასალებში შევიდა. ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილ იქნა ცხოველების ძვლებიც, რომლებიც ადამიანების ნეშტისგან გაიმიჯნა. მინისტრმა ველოპულოსის ქმედებას მწვავე შეფასება მისცა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ოჯახის წევრებისა და მისი რეაქციის შემდეგ „თავი შეირცხვინა“.

ოჯახების პროტესტის შემდეგ ველოპულოსმა პუბლიკაცია შეცვალა და ფოტოები ამოიღო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *