Latest news
საბერძნეთის სახელმწიფო საბჭო სახელმწიფოს ვალის ამოღების პროპორციულობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს პატრა: რა გახდა 23 წლის ახალგაზრდას აივნიდან გადახტომის მიზეზი კუნძულ როდოსზე უამინდობის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს სალონიკი: ბენზინგასამართი სადგურის 23 წლის თანამშრომელს 123 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ ველოპულოსმა ტების ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა საბერძნეთი: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები და თოვლი პარნითაზე ვულა: არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროების ბრალდებით გიმნაზიის მასწავლებელი დააკავეს Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები და თოვლი პარნითაზე

საბერძნეთი: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები და თოვლი პარნითაზე

საბერძნეთში მომდევნო 48 საათის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს, გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი, ხოლო ქვეყნის მთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლი შესაძლოა ათენის მახლობლად მდებარე პარნითას მთის მწვერვალზეც მოვიდეს.

ეტეოროლოგის, გიორგოს ცატრაფილიასის განცხადებით, წვიმა ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთშია მოსალოდნელი. ნალექმა შესაძლოა დამატებითი სირთულეები შექმნას იმ რეგიონებში, რომლებიც ბოლო დღეებში უამინდობამ დააზარალა და სადაც აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

პარასკევს, 16 ოქტომბერს წვიმა ქვეყნის კონტინენტური ნაწილის უმეტეს რეგიონში ძირითადად შუადღის შემდეგ არის მოსალოდნელი. საღამოს, ტემპერატურის შემდგომი კლების ფონზე, ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მაღლა მდებარე მთიან ადგილებში მოთოვს.

კონტინენტურ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 19-20 გრადუსამდე, კუნძულ კრეტაზე, იონიის კუნძულებსა და დოდეკანისას კუნძულებზე კი 21-22 გრადუსამდე მოიმატებს. 

ატიკაში მოსალოდნელია მცირე ნალექი. საღამოს სუსტი თოვლი შესაძლოა პარნითას მწვერვალზეც მოვიდეს. ტემპერატურა 10-18 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ჩრდილოეთის ქარის სიძლიერე კი 6 ბოფორს მიაღწევს.

სალონიკში წვიმაა მოსალოდნელი. თერმაიკოსის ყურეში დაუბერავს 5 ბოფორი სიმძლავრის ქარი, ტემპერატურა კი 18 გრადუსამდე მოიმატებს.

შაბათს ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ერთნიშნა მაჩვენებლებს მიაღწევს. ჩრდილოეთ და მთიან რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა ნულ გრადუსსაც ჩამოსცდეს. მოსალოდნელია წვიმა და ცალკეულ ადგილებში ჭექა-ქუხილი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ კონტინენტურ საბერძნეთსა და ეგეოსის ზღვაში. ევიასა და როდოსზე ნალექი შუადღემდე შენარჩუნდება.

კვირიდან ამინდი გაუმჯობესდება. გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *