Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ხანძარი მაგნისიაში: მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, ისინი ჩვილებით ხელში ტოვებენ ტერიტორიას

დრამატულ მომენტებს გადიან ნეა ანხიალოსის მაცხოვრებლები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია 112-ის ზარის შემდეგ და გაემართნენ ალმიროსისა და ქალაქ ვოლოსისკენ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ხალხმა ჯგუფურად დატოვა ნეა ანხიალოსი და მიმდებარე ტერიტორიები და  გაემართნენ ალმიროსისკენ, ხოლო ბევრი ტერიტორიას ზღვით ტოვებს.

ამაღელვებელია დედების ფოტოები, რომლებსაც ხელში უჭირავთ ჩვილები და ჩადიან კერძო ნავებზე, სხვებს კი თავიანთი შინაური ცხოველები ხელში აყვანილი მიჰყავთ.

პოლიცია ფაქტიურად კარდაკარ დადის და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ხანძარი მაგნისიაში უკონტროლოა. დღეს, 18 საათამდე ცოტა ხნით ადრე, აფეთქებები მოხდა საჰაერო ძალების 111-ე მოიერიშე ფრთის საბრძოლო მასალის საწყობებში.

საჰაერო ძალების 111-ე გამანადგურებელ ფრთაში არის  საწვავის მიწისზედა და მიწისქვეშა ავზები, ხოლო აფეთქებები ისმოდა, თვითმხილველების თქმით, ვოლოსამდე.

ეს საწყობები განლაგებულია 111th Fighter Wing-ის აეროდრომიდან ჩრდილოეთით 4 მილში, ნეა ანხიალოსში.

ცეცხლის მიახლოებისთანავე საჰაერო ძალებს დაევალათ ობიექტების ევაკუაცია. საჰაერო შტაბის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულ საბრძოლო ობიექტზე მომსახურე პერსონალი დროულად იქნა ევაკუირებული.

შეიარაღებული ძალების საბრძოლო საცავებში აფეთქებები კი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან, როგორც ცნობილია, საბრძოლო მასალების საცავი ნატოს სტანდარტებით არის აგებული, რათა საბრძოლო მასალა დაცული იყოს გარე საფრთხისგან.

გავრცელებული ცნობით ამავე რაიონში არის ბენზინგასამართი სადგურებიც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *