თესალონიკი: ნასვამმა მამაკაცმა სანადირო თოფით სიძის მოკვლა სცადა
ოთხშაბათს ღამით ლაგადაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 39 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მისი 37 წლის სიძის მოკვლა სცადა. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის შესახებ კანონის დარღვევის მუხლით აღიძრა.
პოლიციის ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 37 წლის ალბანელმა სანადირო თოფიდან ესროლა სიძეს, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა, ნასროლი ტყვია კი დამნაშავის მეუღლის კუთვნილ ავტომანქანას მოხვდა.
ადგილზე მისული პოლიციისგან თავის დასაღწევად მან იქვე ეკლესიის ეზოს შეაფარა თავი, საიდანაც მათი დაშნების მიზნით ისევ განაგრძობდა ჰაერში სროლას.
მიუხედავად მისი ძლიერი წინააღმდეგობისა, საბოლოოდ პოლიციამ შეძლო მოძალადის დაკავება და განიარაღება. დაკავებისას მას ჩამოართვეს სანადირო თოფი, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლიდან იყო მოპარული და ასევე ვაზნებით სავსე სანადირო ქამარი.
დაკავებული თესალონიკის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.
