Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

200 წლისთავი მესოლონგიდან გმირული გასვლის შემდეგ – მიცოტაკისი და ტასულასი

200 წლისთავი მესოლონგიდან გმირული გასვლის შემდეგ – მიცოტაკისი და ტასულასი

დღეს, ბზობის კვირა დღეს, მესოლონგიდან გმირული გასვლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კულმინაციას აღწევს. 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქალაქ მესოლონგში დილის 10 საათზე ჩავიდა. მას მესოლონგის მერი სპიროს დიამანდოპულოსი დახვდა და ასევე დასავლეთ საბერძნეთის გუბერნატორი ნეკტარიოს ფარმაკისი.

ღონისძიებას დაესწრო ასევე პოლიტიკური პარტიის ΠΑΣΟΚ-ის პრეზიდენტი, ნიკოს ანდრულაკისი და ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი სოკრატის ფამელოსი.

შეგახსენებთ, რომ მესოლონგის გასვლა 1826 წლის 10 აპრილს, ბზობის წინა ღამეს მოხდა.

მესოლონგის მოსახლეობამ, თითქმის ერთწლიანი მძიმე ალყისა და შიმშილობის შემდეგ, უარი თქვა თურქ-ეგვიპტელთა ჯარების წინაშე დანებებაზე და გადაწყვიტა გარღვევა, რაც ისტორიაში “გასვლის” სახელით შევიდა.

ალყის ხანგრძლივობა: მესოლონგის მესამე ალყა 1825 წლის 15 აპრილს დაიწყო. ქალაქს ალყა შემოარტყა რეშიდ მეჰმედ ფაშამ, მოგვიანებით კი ეგვიპტის ძალები იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით შეუერთდნენ.

1826 წლის აპრილისთვის ქალაქში საკვები საბოლოოდ გამოილია, მოსახლეობა იძულებული გახდა ეჭამა ზღვის მცენარეები, ვირთხები და კატები.

ფიზიკური და სულიერი გამოფიტვის გამო, ალყაშემორტყმულებმა გადაწყვიტეს, რომ სიკვდილი მონობაზე უკეთესი იყო და 10 აპრილის ღამეს გარღვევა სცადეს.

როგორ გადაწყვიტა მოსახლეობამ ალყის გარღვევა?

მოსახლეობა დაიყო სამ ჯგუფად, რომელთაც მეთაურობდნენ მაკრისი, ნოტის ბოცარისი, რაჯიკოციკასი და მიტროს დელიგიორგისი. თუმცა როგორც საქართველოს ისტორიაში ასევე აქაც კარგად ნაცნობი მოღალატეების გამო თურქებისთვის ეს გეგმა ცნობილი გახდა. გამომდინარე აქედან ალყის გარღვევა კატასტროფით დასრულდა. დაახლოებით 10 500 ალყაშემორტყმულიდან მხოლოდ 1 000-დან 2 000-მდე ადამიანმა შეძლო გადარჩენა. ქალებისა და ბავშვების დიდი ნაწილი დაატყვევეს და მონათა ბაზრებზე გაყიდეს. თუმცა მიუხედავად სამხედრო მარცხისა, მესოლონგის გასვლამ უდიდესი მორალური გამარჯვება მოიტანა. ამ ამბავმა ევროპაში ფილელინისტური მოძრაობის ახალი ტალღა წარმოშვა, მესოლონგს წმინდა ქალაქის საპატიო წოდება მიენიჭა მისი მოსახლეობის თავგანწირვის გამო. ამ გმირულმა თავდადებამ კი ხელი შეუწყო ლონდონის ხელშეკრულების დადებას, რომლის შედეგადაც საბერძნეთის დამოუკიდებლობა საბოლოოდ აღიარეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მესოლონგის გასვლა 10 აპრილს მოხდა, ამ დღისადმი საპატივცემულოდ ღონისძიებები ყოველწლიურად ბზობას იმართება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *