ირაკლიო: ახალგაზრდამ ძარცვის სცენა გაითამაშა
ირაკლიო: ახალგაზრდამ ძარცვის სცენა გაითამაშა
23 წლის ახალგაზრდამ ვერ შეძლო აეხსნა თუ როგორ დაკარგა რამდენიმე პირადი ნივთი და ამიტომ ძარცვის სცენა გაითამაშა. მან პოლიციაში განაცხადა, რომ ქალაქის მიყრუებულ უბანში მას ორი მამაკაცი თავს დაესხა, ხელი დაარტყა და გაძარცვა.
თუმცა ჩვენებაზე დაყრდნობით დაწყებული გამოძიების შედეგად პოლიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, რის საფუძველზეც ეჭვი გაჩნდა, რომ ახალგაზრდამ თვითონვე დაკარგა პირადი ნივთები.
დაზარალებულს თავიდან მოთხოვეს ჩვენების მიცემა.
მეორე დაკითვის შედეგად 23 წლის ახალგაზრდამ აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა, რადგან არ უნდოდა თვითონ ეგო პასუხი პირადი ნივთების დაკარგვის გამო.
მის წინააღმდეგ ცრუ საჩივრის დაწერის, ცრუ ჩვენების მიცემისა და სამართალდამცავი ორგანოების არასაჭირო მობილიზების მუხლით აღიძრა საქმე.
