Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დედის დღე საბერძნეთში 11 მაისს აღინიშნება

დედის დღე საბერძნეთში 11 მაისს აღინიშნება

კვირას, 11 მაისს, საბერძნეთში დედის დღე აღინიშნება. 

დედის საერთაშორისო დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

საბერძნეთში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია ქალღმერთ კიველის, ღმერთების დედას უკავშირდება.

თანამედროვეობაში კი დედის დღის აღნიშვნის იდეა ამერიკელმა სოც.აქტივისტმა ანნა მარია ძარვისმა წამოაყენა.

ყველაფერი 1850 წელს დაიწყო, როცა ანნას დედამ დასავლეთ ვირჯინიის შტატში მოხალისეთა ჯგუფები ჩამოაყალიბა. აღნიშნული ჯგუფები იბრძოდნენ ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისა და ჩვილთა სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად, დედის რძის მოწამვლადობის შესამცირებლად და მშობიარობის შემდგომი ინფექციების გავრცელების აღმოსაფხვრელად. 

ანნამ დედის დღის დღესასწაულის დანერგვის იდეა 1905 წელს, დედამისის გარდაცვალების წელს წამოაყენა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავად შვილები არასდროს ჰყოლია, ის გახდა ამ მნიშვნელოვანი დღის ფუძემდებელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *