Latest news
კირენიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა - დაღუპულია 8 ადამიანი ვისი ინიციატივა იყო ხიდის მშენებლობა, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი ერთმანეთთან დააკავშირა როდიდან შეძლებენ პაციენტები ჩატარებული კვლევების შედეგების ელექტრონულად შემოწმებას წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ჯარიმებით ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრა როგორ უნდა მოვიქცეთ მზის დაკვრის შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ
ორშაბათი, აგვისტო 31, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კირენიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – დაღუპულია 8 ადამიანი

კირენიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – დაღუპულია 8 ადამიანი

კირენიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 8 მგზავრი დაიხრჩო. 

ინციდენტი 30 აგვისტოს მოხდა. კომპანია Filo Denizcilik-ის სწრაფმავალი გემი „Filo Jet“ კირენიის პორტიდან მერსინის ტაშუჯუს მიმართულებით მიცურავდა.

გემზე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 259 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. კირენიის სანაპიროდან დაახლოებით ოთხი საზღვაო მილის დაშორებით გემბანზე წყალმა შესვლა დაიწყო, რის შემდეგაც ხომალდი გადაიხარა და საბოლოოდ ამოყირავდა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ შეშინებული მგზავრები გემის დატოვებას. რამდენიმე მათგანს უკვე სამაშველო ჟილეტი აცვია, ისმის ყვირილი და მგზავრები დახმარებას ითხოვენ. ნაწილი მგზავრებისა გადაბრუნებულ გემზე დარჩა და მაშველების დახმარებას ელოდებოდა, სხვებს კი ზღვაში გადახტომა მოუწიათ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 8 ადამიანია დაიღუპული, 17 კი დაკარგულად ითვლება, ხოლო 243 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. გემის კაპიტანი და კიდევ შვიდი პირი გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია როგორც ოკუპირებული კირენიის სანაპირო დაცვისა და კერძო პირების კატარღები, ისე თურქეთიდან გაგზავნილი გემები და ვერტმფრენები. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობს ასევე თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი.

გემის ჩაძირვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა ძლიერი ქარისა და რთული ამინდის ფონზე მოხდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, რომ კატამარანის გადაბრუნება სწორედ ამინდის პირობებმა გამოიწვია. გამოძიება ასევე შეისწავლის გემის ტექნიკურ მდგომარეობას და იმას, თუ რა პირობებში მოხდა მისი პორტიდან გასვლა.

კატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა კონსტანტინოს ლეტიმბიოტისმა, რომელმაც განაცხადა, რომ კვიპროსის რესპუბლიკა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დახმარება აღმოუჩინოს.

კვიპროსის რესპუბლიკის სამძებრო-სამაშველო ცენტრმა ასევე აცნობა გაეროს სამშვიდობო ძალებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ოპერაციაში საკუთარი საჰაერო და საზღვაო რესურსებით ჩაერთოს.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *