Latest news
ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებ... მეტრო: 29 ოქტომბრის ჩათვლით 5 მეტროსადგური  შეზღუდული განრიგით მოემსახურება მგზავრებს სევი ვოლუდაკი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას

კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ძუძუს კიბოს პრევენციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქალებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ სახელმწიფო პროგრამა „Προλαμβάνω“-სგან მიღებულ შეტყობინებებს და დროულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამა, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენას ემსახურება, გაგრძელდება და სრულად ეროვნული ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მისი ფარგლებში, მამოგრაფიული გამოკვლევის ჩასატარებლად SMS-შეტყობინება 1,3 მილიონზე მეტ ქალს გაეგზავნა.

მიცოტაკისის ინფორმაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე 1,2 მილიონი ციფრული მამოგრაფია ჩატარდა. გამოკვლევების შედეგად, 87 000-ზე მეტ ქალს საეჭვო ცვლილებები დროულად აღმოუჩინეს, ხოლო დაახლოებით 6 000 ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

„ეს გამოკვლევები სიცოცხლეს გადაარჩენს. როდესაც შეტყობინებას მიიღებთ, გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ მას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ქალებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვებგვერდზე prolipitikes.gov.gr გადასვლისკენ მოუწოდა.

მიცოტაკისის თქმით, პრევენცია საბერძნეთის ჯანდაცვის პოლიტიკის მუდმივი პრიორიტეტია, ხოლო დაავადების ადრეული გამოვლენა მკურნალობის დროულად დაწყებისა და ეფექტიანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ზრდის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *