Latest news
ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
პოლიტიკაUncategorized

კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს

კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს

დღესმ დილის 8:30 საათის შემდეგ, 12 წლის გოგონას სექსუალური ექსპლუატაციისა და მასზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები, მათ შორის საქმის მთავარი ფიგურა ილიას მიხოსი, ლუკარეოს ქუჩაზე მდებარე სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს. დღეიდან სააპელაციო სასამართლომ ოფიციალურად დაიწყო  12 წლის გოგონას საქმის განხილვა.

საქმის მასალებში სულ 20 ბრალდებულია. მათ შორის არის ორი პირი, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებისთვის გაასამართლა და ბავშვის დედა. დანარჩენი ბრალდებულები არასრულწლოვანზე ძალადობის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნეს, თუმცა მათ სასჯელი პირობითი მსჯავრით შეუცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იყო გამოყოფილი, რომელიც 17 სავარაუდო „კლიენტს“ ეხებოდა. მათგან 11 პირველივე ინსტანციაში გაასამართლეს.

გაბრცელებული ინფორმაციის თანახმად იგეგმება სასამართლოს შენობის გარეთ  პროფკავშირების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკრება, რათა გამოხატონ სოლიდარობა დაზარალებული გოგონასა და მისი ოჯახის მიმართ და მოითხოვონ დამნაშავეებისთვის სამაგალითო სასჯელის დაკისრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *