Latest news
1973 წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტანკის მიერ დანგრეული ჭიშკარი ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა პატრა: 4 თვის ჩვილი რეანიმაციაში მოხვდა, რადგან მშობლები მას სისტემატურად არ კვებავდნენ თაღლითური SMS-შეტყობინებები საგზაო ჯარიმების სახელით  გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევები მატულობს  სალონიკი ზეთის ხილის მოსავალს იღებს ოდისეას დიმასს სპორტსმენებისთვის დოპინგური პრეპარატების მიწოდების საქმეზე ბრალი წაუყენეს - ბრალდებულ... „შვილო, შენ ვინ დაგიცვა?“ - ემოციური წერილი აღრინიოში ხანძრის დროს დაღუპული მეხანძრე-მოხალისის, პანა... ოდისეა დიმასის 2018 წლის განცხადებები დოპინგის საქმეზე კვლავ ყურადღების ცენტრშია საბერძნეთი: გათბობის სუბსიდიის მისაღებად პლატფორმა გაიხსნა gov.gr-ის განახლებული პლატფორმა საჯარო სერვისებსა და მოქალაქეების ურთიერთობას გაამარტივებს 
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
საბერძნეთიUncategorized

ოდისეას დიმასს სპორტსმენებისთვის დოპინგური პრეპარატების მიწოდების საქმეზე ბრალი წაუყენეს – ბრალდებული აკრძალულ ნივთიერებებს არასრულწლოვან შვილსაც აძლევდა

ოდისეას დიმასს სპორტსმენებისთვის დოპინგური პრეპარატების მიწოდების საქმეზე ბრალი წაუყენეს – ბრალდებული აკრძალულ ნივთიერებებს არასრულწლოვან შვილსაც აძლევდა

პიროს დიმასის ძმას, 58 წლის ოდისეას დიმასს, სპორტსმენებისთვის აკრძალული ნივთიერებების მიწოდებისა და რეალიზაციის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად ედება აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, ასევე ფარმაცევტული პრეპარატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა. გამოძიების თანახმად, ძალოსნობის მწვრთნელი სპორტსმენებს აკრძალულ პრეპარატებს 2024 წლის აპრილიდან აწვდიდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ანაბოლურ სტეროიდებს საკუთარ არასრულწლოვან შვილსაც აძლევდა.

საქმეში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევა, რომელსაც შეჯიბრების დროს აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა. აღნიშნული ფაქტის გამო სანქციები როგორც მწვრთნელს, ისე სპორტსმენს დაეკისრათ.

გამოძიების ფარგლებში, ატიკის რეგიონში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 871 ერთეული აკრძალული პრეპარატი და დოპინგური ნივთიერება, სპორტსმენების 17 ბარათი, ხელნაწერი ჩანაწერები, მობილური ტელეფონი და 15 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო.

მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამოღებულ პრეპარატებს საბერძნეთში გამოყენებისა და რეალიზაციის ნებართვა არ ჰქონდათ და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *