რაიონის პირველი ინსტანციის სადისციპლინო კომიტეტმა გაამართლა საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელიც 3 წლის ბავშვებს საწყობში კეტავდა ჭკუის სასწავლებად
რაიონის პირველი ინსტანციის სადისციპლინო კომიტეტმა გაამართლა საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელიც 3 წლის ბავშვებს საწყობში კეტავდა ჭკუის სასწავლებად
აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკის რეგიონის სადისციპლინო საბჭომ, რომელიც ორი ქალი მოსამართლისა და 3 საჯარო მოხელისგან იყო შემდგარი, საბავშვო ბაღის აღმზრდელისთვის დროებით მუშაობის უფლების შეჩერება საჭიროდ არ ჩათვალა.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების მშობლებმა საბავშვო ბაღის აღმზრდელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს ბავშვებთან არასათანადოდ მოპყრობის ბრალდებით. ბრალდებული 2-3 წლის ბავშებს ბაღის ბნელ საწყობში კეტავდა ჭკუის სწავლების “დამშვიდების” მიზნით.
საბავშვო ბაღის აღმზრდელმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და წარადგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც კონკრეტული, იზოლაციის ტექნიკა გამოიყენება ბავშვების განმარტოვებისა და დამშვიდებისთვის.
