საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კომპენსირებადი მედიკამენტების განახლებულ სიაში 235 ახალი პრეპარატის დამატება დააანონსა. მიზანია პაციენტებისთვის მკურნალობის მეტი არჩევანის შეთავაზება და საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ახალ სიაში შედის 112 გენერიკული მედიკამენტი, 54 სხვა ახალი პრეპარატი, ასევე მძიმე დაავადებებისთვის განკუთვნილი 31 გენერიკული და 38 სხვა მედიკამენტი.
სამინისტროს განცხადებით, გენერიკული პრეპარატების დამატება ხელს შეუწყობს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასა და სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტიან მართვას, ხოლო ახალი მედიკამენტები პაციენტებს მკურნალობის დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. განახლების მთავარი მიზანი ხარისხიანი ფარმაცევტული მომსახურებისა და აუცილებელ მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
