Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს

საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს

საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური საკალათბურთო სკანდალის საქმეზე ექვსი ბრალდებულის, მათ შორის საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის (EOK) პრეზიდენტის, ვანგელის ლიოლიოსის, ქონებასა და ფინანსურ დეკლარაციებს შეისწავლის. შემოწმება შეეხება ასევე კალათბურთის სხვა წარმომადგენლებს, რომელთა სახელები სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ ფიგურირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება სამსახურის ხელმძღვანელის, ხარალაბოს ვურლიოტისის მითითებით მიიღეს.

პარალელურად, უწყება პროფესიულ სპორტში ფინანსურ ოპერაციებსაც ამოწმებს, განსაკუთრებული ყურადღება კი ფეხბურთს ეთმობა. გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის ავტომატურმა სისტემამ გარკვეული სიგნალები უკვე დააფიქსირა.

სკანდალი საჯარო გახდა 2026 წლის ოქტომბერში, როდესაც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვანგელის ლიოლიოსი და კიდევ ხუთი პირი დააკავეს. მათ შორის არიან მსაჯები, მსაჯთა მიმართულების ხელმძღვანელი და ბიზნესმენი, ყოფილი კალათბურთელი. გამოძიება შესაძლო მოსყიდვასა და მატჩების შედეგებზე უკანონო ზემოქმედებას ეხება. 

გამოძიება, გავრცელებული ინფორმაციით, 2016–2026 წლებში ჩატარებულ დაახლოებით 50 მატჩს მოიცავს. პროფესიული ლიგიდან დაწყებული, ახალგაზრდული და სასკოლო ჩემპიონატების ჩათვლით. საქმის მასალებში ფიგურირებს მოწმეების ჩვენებები და მიმოწერა, რომელიც შესაძლო გარიგებებზე მიუთითებს. ერთ-ერთი მსაჯის საცხოვრებლიდან, გავრცელებული ინფორმაციით, 820 000 ევრო ამოიღეს, ხოლო ყველა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაღდი ფულის საერთო ოდენობამ 931 463 ევრო შეადგინა. 

სკანდალის ფონზე, საბერძნეთის სპორტის სამინისტრომ კალათბურთის ფედერაციისთვის სახელმწიფო დაფინანსება დროებით შეაჩერა და 2024-2026 წლების ფინანსური და ადმინისტრაციული საქმიანობის შემოწმება მოითხოვა. 

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ ქონებისა და ფინანსური დეკლარაციების შემოწმება გამოძიების გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *