სალონიკი: მეტროს ბილეთი 60 ცენტი ეღირება
სალონიკი: მეტროს ბილეთი 60 ცენტი ეღირება
დიდი ხნის ნანატრი სალონიკის მეტროს პროექტი საბოლოოდ დასასრულს მიუახლოვდა და რამდენიმე სატესტო გასვლაღაა დარჩენილი სანამ სალონიკის მოსახლეობა მეტროს ახალი ხაზებით სარგებლობას შეძლებს.
სატრანსპორტო საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდება შემცირებულ საცობებს, სწრაფ, კომფორტულ და ეკოლოგიურ გადაადგილებას.
მეტროსადგური მუშაობას 30 ნოემბრიდან შეუდგება და 1 ბილეთის ფასი 60 ცენტი იქნება, ხოლო 10+1 შეთავაზების შეძენას კი 5,80 ევროდ შეძლებთ.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ დაიკლებს ავტობუსების ბილეთების ფასიც და 90 ცენტის ნაცვალად 60 ცენტი გახდება, ხოლო 10+1 შეთავაზების შეძენას კი როგორც მეტროს ბილეთების შემთხვევაში ასევე ავტობუსების ბილეთებისთვისაც 5,80 ევროდ შეძლებთ.
მეტრო 13 სადგურისგან შედგება და ქალაქის ძირითად წერტილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ივარაუდება, რომ მეტრო ყოველდღიურად 254 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.
იხილეთ სადგურების ჩამონათვალი:
- ნეოს სიდიროდრომიკოს სტათმოს
- დიმოკრატიას
- ვენიზელუ
- აგიას სოფიას
- სინტრივანი
- პანეპისტიმიო
- პაპაფი
- ევკლიდის
- ფლემინგ
- ანალიფსი
- 25 მარტიუ
- ვულღარი
- ნეა ელვეტია
