სალონიკი მუნიციპალიტეტების ეროვნული რეიტინგით პირველ ადგილზე გავიდა
სალონიკი მუნიციპალიტეტების ეროვნული რეიტინგით პირველ ადგილზე გავიდა
Deiktesota.gov.gr -ის პლატფორმაზე ასახული მონაცემების მიხედვით სალონიკის მუნიციპალიტეტი საბერძნეთის ყველა მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილს იკავებს.
რეიტინგი მუნიციპალიტეტის მხრიდან გაწეული მცდელობებისა და რესურსების მიხედვით დგება. საუკეთესო მაჩვენებელს კი დებენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა და ძალისხმევას დებენ მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების კრიტიკულ სფეროებში.
განსაკუთრებით მაღალია სალონიკის მაჩვენებელი სოციალური დაცვის, ეკონომიკური განვითარების, კულტურული ინფრასტრუქტურისა და სკოლამდელი აღზრდის სექტორებში. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წვლილი ასევე გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების სექტორში.
Facebook Comments Box
