Latest news
სპეციალისტები ქარის ტურბინებისა და ხანძრის ურთიერთკავშირს გამორიცხავენ ემიგრაცია: საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... 5 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 6 რეგიონში სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება
ორშაბათი, ივლისი 6, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: 18 წლის გოგონამ მის პარტნიორთან ერთად ყოფილი შეყვარებული და მისი მამა სცემა

სალონიკი: 18 წლის გოგონამ მის პარტნიორთან ერთად ყოფილი შეყვარებული და მისი მამა სცემა

საშინელებათა ფილმის სცენარად იქცა შეხვედრა, რომელიც 20 წლის ბიჭმა მის ყოფილ შეყვარებულს დაუნიშნა.

როგორც აღმოჩნდა შეხვედრა იყო კარგად დაგეგმილი მახე, რომ 18 წლის გოგონას მის ამჟამინდელ პარტნიორთან ერთად ყოფილ შეყვარებულზე შური ეძიებინა.

თავდასხმის შემთხვევა 31 აგვისტოს დაფიქსირდა ფეხბურთის მოედნის პარკინგზე. წყვილმა მამა-შვილს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

სასამართლოში 53 წლის კაცმა ჩვენების მიცემისას განაცხადა: “მთხოვა რომ შეხვედრის ადგილზე მანქანით მიმეყვანა. ღამის 10 საათი იქნებოდა როცა ადგილზე მივედით. დავინახეთ 18 წლის გოგონა მის პარტნიორთან და კიდევ ერთ გოგოსთან ერთად. როცა მოგვიახლოვდა ჩემ შვილს უთხრა რომ მან დაუნიშნა შეხვედრა ყალბი პროფილიდან და მკაცრად მოსთხოვა მანქანიდან გადასვლა. რაც ჩემი შვილის მანქანიდან გადასვლას მოჰყვა საშინელებათა ფილმის სცენარს მოგაგონებთ. მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა 10 კაციანი დაჯგუფება. ვეცადე დამემშვიდებინა ყველა, მაგრამ არ გამომივიდა. უმოწყალოდ გვირტყეს, ავტომანქანას მიაყენეს მატერიალური ზიანი.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *