Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს

ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს

ატმოსფერული ჰაერის ცირკულაციის ხარისხი, ტემპერატურული მაჩვენებელი, გეომაგნიტური ველის დაძაბულობისა და ნალექთა გადანაწილების დონე. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი თავისებურ გავლენას ახდენს უმაღლესი ნერვული ცენტრების მოქმედებასა და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაზე.

ასე, მაგალითად, ამინდის შესაბამისად იცვლება არტერიული წნევა, სუნთქვისა და პულსის სიხშირე, უჯრედთა მემბრანების განვლადობა, ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირება, სისხლის ქიმიური შემადგენლობა – მასში შაქრის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფატების შემცველობა. ქიმიური შემადგენლობის ცვლილებებიდან გამომდინარე, იცვლება სისხლის თვისობრიობაც, მაგალითად, შედედებისა თუ ფიბრინოლიზის (ფერმენტული რეაქციების შედეგად ფიბრინის კოლტის გახსნის) პროცესები. აღნიშნული ბიოლოგიური მაჩვენებლები მთლიანობაში განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ კომფორტსა თუ დისკომფორტს, ამის კვალობაზე კი – განწყობასაც.

უმეტესწილად ამინდის რადიკალური ცვლილება იწვევს თავის სხვადასხვა სახის ტკივილს. ეს უკანასკნელი ამინდის უმნიშვნელო ცვლილების დროსაც კი ვლინდება.

კლიმატური პირობების შედარებით ძლიერი მერყეობისას ანუ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისას ან მომატებისას შეტევები უმეტესად მათ უვითარდებათ, ვისაც თირკმლისა და ფილტვის დაავადებები აწუხებს.

ამინდის ცვალებადობას განსაკუთრებულად შეიგრძნობენ რევმატიზმით დაავადებულები. ასეთი ადამიანები თავისებური ბა¬რომეტრები არიან – საკუთარი შეგრძნებების საფუძველზე ნებისმიერ ჰიდრომეტცენტრზე უკეთ წინასწარმეტყველებენ მოსალოდნელ ამინდს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *