სამი მანქანა, რომლებიც ქურდებს ძალიან მოსწონთ
სამი მანქანა, რომლებიც ქურდებს ძალიან მოსწონთ
საბერძნეთში, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დაახლოვებით 230 ქურდობა მოდის 100 000 მაცხოვრებელზე. მსოფლიო მასშტაბით კი ქურდობის მაჩვენებლით ახალი ზელანდია ლიდერობს, სადაც 100 000 მოსახლეზე 1 171 ქურდობა ფიქსირდება.
მონაცემებზე დაყრდნობით ვხვდებით, რომ ამ ქვეყნებში ქურდები მარტივად პოულობენ მოპარული მანქანების მყიდველებს. მყიდველების კატეგორიაში კი შედიან ის ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, ან არ შეუძლიათ დიდი თანხის დახარჯვა მანქანის ყიდვა/შეკეთებაში.
დროდადრო ისეთ ქვეყნებში სადაც ქურდობის მაღალი მაჩვენებლია, იქმნება სქემები, რომლებიც იბარებენ მოპარულ მანქანებს, შლიან მათ სარდაფებში და მანქანის ნაწილებს აბარებენ ისეთ ავტოფარეხებსა და სახელოსნოებში, რომლებიც არ ითხოვენ და არც ჭრიან შესაბამის ქვითრებსა და დოკუმენტაციას შემომავალი და გამავალი სათადარიგო ნაწილებისთვის.
ქურდები საბერძნეთში მოსაპარად ირჩევენ ისეთ მანქანებს, რომლებიც პოპულიარულია და დიდი რაოდენობით არის გაყიდული საბერძეთის ტერიტორიაზე. არსებობს ასევე მანქანების მეორე კატეგორიაც, რომელიც ქურდების დიდ ყურადღებას იპყრობს. საუბარი გვაქვს ქალაქებში იშვიათად გადაადგილებად მანქანებზე, რომელთა ნაწილების პოვნაც ზოგადად ჭირს.
არსებობს შემთხვევებიც, როცა ქურდები კონკრეტული კატეგორიის მოპარული მანქანის მფლობელს უკავშირდებიან და მანქანის დასაბრუნებლად „გამოსასყიდს“ სთხოვენ.

ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო წლებში, საბერძნეთში ქურდებისთვის ყველაზე მეტად სასურველ ავტომობილად რჩება 1998 წლიდან 2014 წლამდე გამოშვებული სმარტი – Smart , რომელსაც ბევრი საერთო სათადარიგო ნაწილი აქვს.
გაითვალისწინეთ, რომ სმარტის მოპარვა ძალიან მარტივად შეიძლება, მისი დაზიანების გარეშე, უბრალოდ პატარა პლატფორმაზე აწევითა და ფარულ ადგილზე გადატანით.
ქურდების მეორე არჩევანი არის მინი კუპერი – Mini Cooper, განსაკუთრებით 2006-2008 წლის გამოშვება და მესამე ადგილს კი ტოიოტა იარისი – Toyota Yaris იკავებს.
