საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში
საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში
დღეს, 20 ოქტომბერს და ხვალ 21 ოქტომბერს საბერძეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საპროტესტო აქციები დღეს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. ახალგაზრდები სიდაღმას მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც გაიმართება მხარდამჭერი კონცერტიც.
ხვალ 21 ოქტომბერს კი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საბერძნეთის საგანმანათლებლო სფეროში, რომელშიც მასწავლებლები და პედაგოგები მონაწილეობენ. პარალელურად, ათენში შუადღის 12 საათზე, სალონიკში 11:30 საათზე ვენიზელოსის ძეგლთან და პატრაში 10:30 საათზე წმინდა გიორგის მოედანზე საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. მასწავლებლები მუშაობას დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდე შეწყვეტენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძირითადად, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მეტროს, ტრამვაის, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გაფიცვის ან მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
თუმცა, სალონიკის მეტროში უსაფრთხოების ზომების გამო დროებითი შეზღუდვები დაწესდება.
სალონიკში მეტროს ხუთი სადგური დაიკეტება
ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან:
- „Δημοκρατίας“
- „Βενιζέλου“
- „Αγίας Σοφίας“
- „Σιντριβάνι“
- „Πανεπιστήμιο“
შეზღუდვის პერიოდში მატარებლები აღნიშნულ სადგურებზე გაჩერების გარეშე გაივლიან. მგზავრებს დამატებითი ინფორმაციისთვის განახლებული ოფიციალური განცხადებების გაცნობა ურჩევენ.
გაფიცვაში მონაწილეობენ დაწყებითი განათლების მასწავლებლები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და საშუალო განათლების მასწავლებლები.
მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათ, ვინც სალონიკში გადაადგილებას მეტროთი გეგმავს, რეკომენდებულია წინასწარ გაითვალისწინონ სადგურების დროებითი დახურვა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტი შეარჩიონ.
