სალონიკი: დააკავეს 26 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გატაცებისა და გამოძალვის მცდელობისთვის 33 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
სალონიკი: დააკავეს 26 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გატაცებისა და გამოძალვის მცდელობისთვის 33 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
სალონიკში დააკავეს 26 წლის პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის, გატაცებისა და გამოძალვის მცდელობისთვის 33 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კაცი ორშაბათს, 19 ოქტომბერს, შუადღისას, სალონიკის ცენტრში შენიშნეს და დააკავეს.
ბერძნული მედიის, Thestival.gr-ის ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ ძებნისა და დაკავების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რადგან მის მიმართ სალონიკის სამწევრიან სააპელაციო სასამართლოს მძიმე დანაშაულთა კოლეგიას გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.
მას 33 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის, ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის მცდელობისთვის შეეფარდა.
