სპიროს ხრისიკოპულოსი პირველი ადამიანია, რომელიც საბერძნეთიდან იტალიამდე ცურვით ჩავიდა
სპიროს ხრისიკოპულოსი პირველი ადამიანია, რომელიც საბერძნეთიდან იტალიამდე ცურვით ჩავიდა
ბერძენმა მოცურავემ სპიროს ხრისიკოპულოსმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც საბერძნეთიდან იტალიამდე ღია ზღვის გავლით ცურვით ჩავიდა.
სპორტსმენმა საერთო ჯამში 91,4 კილომეტრი 31 საათსა და 50 წუთში გადაცურა. სპორტსმენმა საბერძნეთიდან 31 აგვისტოს დაიწყო ცურვა და 1 სექტემბერს იტალიის ქალაქ სანტა მარია დი ლეუკაში ჩავიდა.
მონაცემებს მარათონული ცურვის ფედერაცია Marathon Swimmers Federation აფიქსირებდა. ორგანიზაცია ღია ზღვაში დამოუკიდებელი, გრძელ დისტანციაზე ცურვის მხარდაჭერასა და აღრიცხვაზე მუშაობს.
ისტორიული მისიის დაწყებამდე სპორტსმენმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გაავრცელა. ცურვის დაწყებამდე ის ნავზე იმყოფებოდა, მზისგან დასაცავად სხეულზე დიდი რაოდენობით მზისგან დამცავი კრემი ჰქონდა წასმული, ეკეთა საცურაო სათვალე და სპეციალური ქუდი.
91,4 კილომეტრი და თითქმის 32 საათი წყალში – ხრისიკოპულოსმა საბერძნეთიდან იტალიამდე გზა ისტორიაში პირველად ცურვით “გაიარა”.
