ტრიკალაში სასკოლო ექსკურსიის დროს ავტობუსში მგზავრების დასაშვებ რაოდენობაზე ორით მეტი მოსწავლე იპოვეს
ტრიკალაში სასკოლო ექსკურსიის დროს, ავტობუსში მგზავრების დასაშვებ რაოდენობაზე ორი მოსწავლით მეტი იპოვეს.
როდესაც პოლიციამ ავტობუსი შემოწმებისთვის გააჩერა აღმოჩნდა, რომ ერთი მოსწავლე სავარძლების წინ, იატაკზე იჯდა, ხოლო მისი თანაკლასელი კი ქურთუკის ქვეშ იმალებოდა.
ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გასაუბრებისას აღნიშნა: „პოლიცია ჯერ ერთი ავტობუსის შესამოწმებლად გაჩერდა, სადაც სკამების ქვეშ დამალული ორი ბავშვი იპოვეს.
თუმცა, სანამ ამ ავტობუსში პროცესი მიმდინარეობდა, მეორეს მძღოლსაც ტელეფონით აცნობეს შემოწმების შესახებ.
ამის შემდეგ ავტობუსები პოლიციის თანხლებით დაბრუნდნენ ფარკადონას უმაღლეს სკოლაში, სადაც დარღვევა დადასტურდა და პირველი ავტობუსის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.”
თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა აღიარა, რომ ავტობუსში კიდევ ორი ბავშვი იმყოფებოდა.
“დილით ჩემს კაბინეტში ორი ბავშვი შემოვიდა თხოვნით, რომ ისინიც წაგვეყვანა ექსკურსიაზე. მე-3 საშუალო სკოლას ამთავრებდნენ, ატესტატს იღებდნენ და ჩავთვალე დატოვებით გულს ვატკენდი, ამიტომ გადავწყვიტე წაგვეყვანა ისინიც და რამენაირად გავუმკლავდებოდით.
მძღოლს და სადგურის გამგესაც შევუთანხმდი დამატებით ბავშვების წაყვანაზე და ისინიც დამთანხმდნენ, თუ წავიყვანდით კიდევ ორ ბავშვს, ამით არაფერი დაშავდებოდა, რადგან შორ მანძილზე არ მივდიოდით “-განაცხადა სკოლის დირექტორმა.
