Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
შაბათი, ივლისი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო

ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო

ამინდის გაუარესების შედეგად ძლიერმა წვიმამ და ქარმა საბერძნეთს დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა. 

ათენის ეროვნული ობსერვატორიის meteo.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ნალექი ევიაზე დაფიქსირდა. ნალექის უხვი რაოდენობდა დაფიქსირდა თესალიაშიც, ცენტრალურ საბერძნეთში, ათენში, პელოპონისოზე, იპიროსა და მაკედონიის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით კი ჰალკიდიკში.

ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაბახმად, პარასკევს საღამომდე საბერძნეთის ცაზე 58 000-ზე მეტი ელვა დაფიქსირდა.

უამინდობის შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემების გამო პარასკევს საღამოდან შაბათის დილამდე საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო, რომლებიც ძირითადად წაქცეულ ხეებს, ქარის შედეგად დაზიანებულ ობიექტებსა და დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვას უკავშირდებოდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ატიკის რეგიონში იყო, სადაც 850 გამოძახება დაფიქსირდა. სახანძრო სამსახურმა ამ დროისთვის 251 ხე მოჭრა, 59 სახიფათო ობიექტი გააუვნებელყო და 54 ადგილიდან წყალი ამოტუმბა. ცენტრალურ საბერძნეთში 60, ხოლო თესალიაში 30 გამოძახება დაფიქსირდა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, უამინდობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და საჭიროების გარეშე გადაადგილებას მოერიდონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *