Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
შაბათი, ივლისი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა

41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა

ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს კუნძულ სიროსზე 41 წლის სასწრაფო დახმარების ექიმის მკვლელობის საქმის გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთავარი ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა. დაკითხვის პროცესში წყვილი ცალ-ცალკე ოთახებში გაიყვანეს, რათა დამოუკიდებლად მოეყოლათ თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს სახლში. ეჭვმიტანილთა ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ამყარებს ძარცვის მცდელობის ვარაუდს, რომელიც სისხლიან დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ვიდეომასალაში, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ივლევენ, ჩანს თუ როგორ უახლოვდება სასწრაფო დახმარების ექიმი ეჭვმიტანილების სახლს. აცვია სასწრაფო დახმარების ფორმა, ხელთათმანები და დაფარული აქვს სახე. დაცვის კამერებიდან ამოღებული კადრებიდან ჩანს, რომ ქალი რამდენიმე საათი სახლთან იცდიდა სანამ ზარის დარეკვის გადაწყვეტილებას მიიღებდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ქალმა პოლიეთილენის პარკით დაფარა ზარი და ისე დარეკა. 

ჩანთაში, რომელიც გარეთ დატოვა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იაღარი და ლითონის ხელსაწყო, ე.წ ლომი იპოვეს. ხოლო სახლში შესვლისას კი მას ხელში დანა ეჭირა.

კარი 41 წლის კაცის მეუღლემ გააღო, რომელსაც ქალი დანით დაესხა თავს და მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. ხმაურზე 41 წლის კაცი გამოვიდა ოთახიდან, წაართვა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს დანა და თავდაცვის მიზნით ზურგში ჩაარტყა. ჩხუბმა შემდეგ საცხოვრებლის გარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. 41 წლის კაცი სხვადასხვა ნივთებს ესროდა ქალს, მათ შორის ქოთანს, რომელიც თავში მოხვდა. სასწრაფო დახმარების ექიმი ძირს მას შემდეგ დაეცა, რაც კაცის მიერ ნასროლი სავარძელი მოხვდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *