Latest news
Taste Atlas: პლაკის გიგანტები მსოფლიოში საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდა იერუსალიმის საპატრიარქოში აღდგომის აღნიშვნა წმინდა მიწაზე შექმნილი კრიზისის გამო შეზღუდულია კარისტიანუ: მცირედი ნდობაც კი არ მაქვს საბერძნეთი სასამართლო სისტემის მიმართ პედიონ ტუ არეოსში Woof ფესტივალის მეორე დღე იმართება 200 წლისთავი მესოლონგიდან გმირული გასვლის შემდეგ - მიცოტაკისი და ტასულასი მაღაზიები მომხმარებლებს დღეს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან ტაბლეტი თუ ლეპტოპი - როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი გაჯეტი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები დიპლომებს და ახალგაზრდებს - რას აპროტესტებენ სტუდენტები საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება
კვირა, აპრილი 5, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხელში სახრახნისი ჩამარტყა – 17 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი ჩვენება

ხელში სახრახნისი ჩამარტყა – 17 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი ჩვენება

17 წლის ბიჭმა ისაუბრა იმ ტრავმებზე, რომლებიც მამასთან თანაცხოვრების პერიოდში მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანმა მამამისს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თავის არეში და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მისი დაკითხვა.

ჩვენებიდან ჩანს, რომ ძალადობის შემთხვევები სრულიად წარმოუდგენელი და გაუსაძლისი იყო. როგორც ჩანს გარდაცვლილი შვილს საკმაოდ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებდა რისი ერთ-ერთი მაგალითიც ხელის არეში სახრახნისით მიყენებული გამჭოლი ჭრილობაა. ჩვენებაში არასრულწლოვანმა ასევე ისაუბრა მასზე ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზეც, როცა მამა სხვადასხვა ნივთებით სცემდა.

მოსამართლეებს ჩვენების მიცემისას 17 წლის ბიჭმა აჩვენა შრამები, რომლებიც ძალადობის შემდეგ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება ფსიქოლოგთან თერაპიის გავლის პირობით მიიღეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *